ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ლამბდა შტამზე ისაუბრა. მისი თქმით, „ლამბდა“ შტამი ჯერ მხოლოდ პერუშია გავრცელებული და მასზე კლინიკური კვლევები ჩატარებული არ არის.
“ამბობენ, რომ ინდურზე არანაკლებ საშიშია, საბედნიეროდ, ჩვენ არ გამოგვიცდია. ინდური შტამი რამდენად საშიშია ვხედავთ, ძალიან სწრაფად ვრცელდება.
ლამბდა შტამი სულ ახალია, პერუშია ჯერ მხოლოდ. საბედნიეროდ, ინდურისგან განსხვავებით, სხვაგან ჯერ არ გავრცელებულა. სადღაც გავრცელდა, მაგრამ არა ჩვენს სიახლოვეს. ამიტომ ჯერ მასზე ცნობები არ არის. რომ ნახონ, რომელი ვაქცინაა ეფექტური „ლამბდაზე“ ან ნებისმიერი სხვა ახალ შტამზე, მინიმუმ ორი კლინიკური კვლევა უნდა ჩატარდეს… ამბობენ, რომ საშიშია, ამბობენ, რომ ინდურზე არანაკლებ საშიშია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”