პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი საზოგადოებას დახმარებისა და თანადგომის თხოვნით მიმართავს. კერძოდ, ლევან რატიანი მოქალაქეებს სთხოვს გაიღონ სისხლი და გახდნენ დონაციის მონაწილეები.
რატიანის თქმით, დღეს ისე როგორც არასდროს შეიქმნა დეფიციტი (კრიზისი ) სისხლის მარაგთან დაკავშირებით.
„მეგობრებო, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა რომ გაიღოთ სისხლი გადაარჩინოთ სხვისი სიცოცხლე.
გთხოვთ, დაპლიუსდეთ კომენტარებში და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გადავაზიაროთ და მივაწოდოთ ინფორმაცია იმ ადამიანებს ვისაც აქვს სიკეთის კეთების შესაძლებლობა!
დღეს ვიდრე არასდროს ყველაზე მეტად გვჭირდება საზოგადოების გაერთიანება და თანადგომა ერთმანეთის!
დღეს ვიდრე არასდროს შეიქმნა დეფიციტი (კრიზისი ) სისხლის მარაგთან დაკავშირებით:
1. მოსახლეობის უმრავლესობას კოვიდი აქვს გადატანილი და მათი უმეტესობა ამ მიზეზით ვერ გასცემს სისხლს რადგან კოვიდის გადატანიდან 2 თვე უნდა იყოს მინიმუმ გასული.
2. მასიური ვაქცინაცია მიმდინარეობს ქვეყანაში და ვინც იკეთებს ვაქცინას მინიმუმ 45-60 დღე ვერ გასცემს სისხლს.
3. ამიტომ სისხლის ბანკში თითქმის დონორი აღარ გვყავს.
ამიტომ ვისაც გვაქვს შესაძლებლობა, გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი ვალდებულების გრძნობა და ვიხსნათ სიცოცხლე სიკვდილისაგან!!!“ – წერს ლევან რატიანი.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”