close
ბიზნესიემიგრანტი

ლელა ყორიაული- ექიმი, რომელიც იტალიაში ორი ქართული რესტორნის მფლობელია – “უცხო ქვეყანაში არ არის ადვილი ადგილის დამკვიდრება”

ზოგჯერ ადამიანები ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებზეც ადრე არასდროს გვიფიქრია. გარემო, რეალობა გვაძლევს მიმართულებებს, თუ საით ჯობს – წავიდეთ, რათა მივაღწიოთ წარმატებებს და საკუთარი ყოველდღიურობა გაცილებით საინტერესო გავხადოთ. ამ მხრივ, განსხვავებულია მოტივები და მიზნები. ლელა ყორიაულისთვის იტალიაში წასვლის მიზეზი განათლების მიღებასთან იყო დაკავშირებული. დღეს ის უკვე ორი ქართული რესტორნის – DEDASPURI-ის მეპატრონეა, რომელთაგან ერთი ქალაქ პავიაში მდებარეობს, ხოლო მეორე – ქალაქ მილანში. საკუთარი ისტორიის შესახებ ლელა “დოქტრინას” ესაუბრა.

იტალიაში ჩემი ჩამოსვლა სწავლის გაგრძელებასთან იყო დაკავშირებული. 2000 წელს მოვიპოვე საერთაშორისო ცენტრის მოლეკულური გენეტიკის დარგში (ICGEB) სტიპენდია და ქალაქ პავიას უნივერსიტეტში გამოვემგზავრე. ეს იყო ორწლიანი სტიპენდია, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს აძლევდა იმის საშუალებას, რომ უცხოეთში, გენეტიკის სფეროში კვალიფიკაცია აემაღლებინათ. ამასთან ერთად, ჩავაბარე Ph.D. კურსებზე, რომელიც 2003 წელს წარმატებით დავამთავრე. ამის შემდეგ, დავრჩი მოლეკულური ბიოლოგიის კათედრაზე მეცნიერ თანამშრომლად.
2019 წელს მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, ქართული რესტორანი – DEDASPURI გაგვეხსნა ჯერ ქალაქ პავიაში, სადაც ვცხოვრობ და შემდეგ – მილანში.

რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი და მცდელობა, უცხო ქვეყანაში სცადონ საკუთარი თავის რეალიზება?

ვურჩევდი, რომ იქონიონ რწმენა თავისი შესაძლებლობების. უცხო ქვეყანაში არ არის ადვილი ადგილის დამკვიდრება. ნუ შეუშინდებიან წინაღმდეგობებს, რომლებიც აუცილებლად ექნებათ და, რაც მთავარია, იმედს ნუ დაკარგავენ; ნურასდროს დაავიწყდებათ, რომ ქართველები არიან, ჩვენ სიამაყე გენში გვაქვს და თავს ნურავის დაუხრიან. ნუ შეეშინდებათ შრომის. გაეცნონ იმ ქვეყნის კულტურას, სადაც გადაწყვეტენ – რომ იცხოვრონ. ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ ქართული ან ყოფილი საბჭოთა გარემოთი, გაიჩინონ ადგილობრივი მეგობრები, რაც დაეხმარებათ უცხო ქვეყანაში ინტეგრაციაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0