მეცნიერებმა წარმატებით გამოიყენეს ადამიანის ღეროვანი უჯრედები მაიმუნის ბადურაზე ზემოქმედებისთვის. ამით მათ პრიმატის მხედველობის აღდგენა შეძლეს, რაც ასაკთან დაკავშირებული მხედველობის პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.
როგორც ჟურნალ Stem Cell Reports-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია აღწერილი, მიჩიკო მანდაის ხელმძღვანელობით ჯგუფმა მაკულარული ხვრელის გაუმჯობესება შეძლო. ეს არის თვალის მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია დაბერებასთან. ასაკის მატებასთან ერთად, მინისებრი – გელის მსგავსი სითხე, რომელიც ავსებს ადამიანის თვალის კაკლებს და ინარჩუნებს მათ მომრგვალებულ ფორმებს – შორდება ბადურას, რაც მხედველობის პრობლემებს იწვევს.
ეს დაზიანებები თანმიმდევრულია. მაკულა ბადურას ცენტრშია და არის თვალის ყველაზე აქტიური ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ცენტრალურ მხედველობაზე და სინათლის დამუშავებაზე.
ამრიგად, მაკულარული ხვრელები დროთა განმავლობაში იწვევს მხედველობის დაბინდვას და დაქვეითებას. როგორც New Scientist აღნიშნავს, ზოგ შემთხვევაში ეს მხედველობის სრულად დაკარგვასთან ასოცირდება.
მაკულარული ხვრელების სამკურნალოდ ექიმებს უჯრედები ბადურას გარედან შუაში გადააქვთ. თუმცა, თუ თქვენ უჯრედებს თვალის გარედან იღებთ, პერიფერიული ხედვის ხარვეზები გარკვეულწილად გარდაუვალია.
ამიტომაც, მკვლევრები პრობლემის გამოსწორების მიზნით ღეროვანი უჯრედების იმპლანტაციით არიან დაინტერესებული. ღეროვანი უჯრედების შემთხვევაში სრულიად ახალი უჯრედების შეყვანა ხდება.
კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა დაიწყეს ადამიანის ემბრიონიდან მიღებული ბადურას უჯრედების გაზრდა. შემდეგ ეს უჯრედები გადაუნერგეს მაიმუნს, რომელსაც მხედველობის პრობლემები ჰქონდა.
ექვსი თვის შემდეგ მეცნიერებმა მაიმუნის მხედველობა შეამოწმეს. კვლევამ აჩვენა, რომ მას მხედველობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
მეცნიერები არ არიან დარწმუნებულნი ზუსტად როგორ იმუშავა ღეროვანმა უჯრედებმა მაიმუნის თვალის შიგნით. შესაბამისად, რჩება შეკითხვები.
საჭიროა მეტი კვლევა იმის დასადგენად, არის თუ არა ეს მკურნალობა ადამიანის თვალისთვისაც შესაფერისი.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”