როგორც აღმოჩნდა, მეხიკოს ახალი აეროპორტი მდებარეობს უძველესი ტბის ნაშთზე, სადაც სამშნებლო სამუშაოების ჩატარების დროს შემთხვევით აღმოაჩინეს 100-ზე მეტი მამონტის უზარმაზარი ძვლები. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გამოიძახეს არქეოლოგები.
,,სავარაუდოდ, აღმოჩენილი ცხოველების უმეტესობა დედამიწაზე დახეტიალებდა 10,000 – დან 25 000 წლის წინ, ექსპერტების ვარაუდით, ისინი იქ ტბის მიერ მოწოდებულმა საკვებმა და წყალმა მიიყვანა”- ნათქვამია BBC-ის ოფიციალურ გვერდზე.
როგორც ჩანს, ცხოველებს ამ ტერიტორიაზე ჰქონდათ უამრავი ბუნებრივი რესურსი და საკვები, რამაც მამონტები ტბის ტერიტორიაზე მიიყვანა, მაგრამ მკვლევარები ამბობენ, რომ ტბის ტერიტორიაზე ზამთარში ტალახი გაჩნდა, რამაც ცხოველებს ხელი შეუშალა. ტბის პირობებმა ნაშთები ძალიან კარგ მდგომარეობაში შეინარჩუნა, რომელიც საბოლოოდ მეხიკოს ახალ აეროპორტში იპოვეს.
მთლიანობაში ნაშთები ნაპოვნი იქნა 194 ადგილზე, ნაპოვნია 100-ზე მეტი მამონტის ძვლები, აქლემი, ბიზონი, ცხენი, ანტილოპები, ფრინველები, თევზები და მღრღნელები. ამავე დროს ათასობით ადამიანი მუშაობს აეროპორტის ტერიტორიაზე, სატვირთო მანქანებმა კი უკვე ათობით სამშენებლო მასალა გადაიტანეს.
მასალა მოამზადა : ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”