იცოდით, რომ ასტეროიდების უდიდეს ნაწილს სწორედ იუპიტერი იზიდავს? პლანეტა იუპიტერს მზის სისტემის “ნაგავსაყრელს” უწოდებენ იმის გამო, რომ ასტეროიდების დიდ ნაწილს, რომელთაც დედამიწისთვის ზიანის მიყენება შეუძლია, იუპიტერის გრავიტაციული ველი შთანთქავს.
ასტრონომთა ნაწილის აზრით, დედამიწის საცხოვრებლად ვარგისიანობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის არის, რომ იუპიტერის მიზიდულობა გვიცავს ასტეროიდების ნაწილისგან. იუპიტერის სიახლოვის გარეშე, გაცილებით უფრო ხშირად შეეჯახებოდა ჩვენს პლანეტას.
მაგრამ იუპიტერი ქმნის როგორც კარგ, ასევე ცუდ პირობებს დედამიწაზე საცხოვრებლად. მისი ძლიერი მიზიდულობის ძალა ხელს უშლის კოსმოსურ ქანებს, რომლებიც მის ახლოს ბრუნავენ, პლანეტაში გაერთიანდნენ. ამიტომ მზის სისტემას აქვს ასტეროიდული სარტყელი, რომელიც ასიათასობით მცირე ზომის მფრინავი ნამსხვრევისგან შედგება.
NASA-ს მკვლევრებმა შეძლეს გაერკვიათ, თუ როგორ შეუძლიათ გაზის გიგანტურ პლანეტებს, იუპიტერსა და ასევე სატურნს, თავიდან ააცილონ პლანეტებს, მათ შორის, დედამიწას ასტეროიდების ზემოქმედება. დასკვნების საფუძველზე, ეს პლანეტები აბალანსებენ მზის სისტემას და სხვა პლანეტებს იცავენ ასტეროიდებისგან.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”