აუქციონზე მარილის მარცვალზე მცირე ზომის მიკროსკოპული ჩანთა 63 750 აშშ დოლარად გაიყიდა. ჩანთის დიზაინის სანახავად საჭიროა მიკროსკოპი.
“იმდენად ვიწროა, რომ ნემსის ყუნწში შეუძლია გაიაროს, ისეთი პატარა ჩანთაა, რომ მის სანახავად მიკროსკოპი დაგჭირდებათ”, – აცხადებენ ჩანთის შემქმნელ ხელოვნების ჯგუფ MSCHF-ში.
MSCHF-ი, რომელიც დაფუძნებულია ბრუკლინში, ცნობილია თავისი საკამათო დიზაინით. მათ შორისაა ფეხსაცმელი, რომელიც შეიცავს ადამიანის სისხლს, სპორტულ ფეხსაცმელს ძირში წმინდა წყლით, ოდეკოლონს, რომელსაც ჟანგის მოსაცილებელი სპრეის, WD-40-ის სუნი აქვს და გიგანტური წითელი რეზინის ჩექმები.
“არსებობს დიდი ხელჩანთები, ნორმალური ზომის ხელჩანთები და პატარა ჩანთები, მაგრამ ეს არის ბოლო სიტყვა ჩანთების მინიატურიზაციაში”, – აცხადებენ MSCHF-ში.
იგი დამზადებულია ფოტოპოლიმერული ფისისგან და შეიქმნა 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით.
ჩანთაზე Louis Vuitton-ის ბრენდის ლოგოა დატანილი, თუმცა მას არაფერი აქვს ამ ბრენდთან საერთო. MSCHF-ში აცხადებენ, რომ ჯგუფს ბრენდისგან მისი გამოყენების ნებართვა არ უთხოვია.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს MSCHF-ს სამართელბრივი დავა ჰქონდა Nike-თან სპორტული ფეხსაცმლის გამო, რომელიც ადამიანის სისხლის წვეთს შეიცავდა. დავა იმით დასრულდა, რომ MSCHF-ი პროდუქტის გაწვევას დათანხმდა და მომხარებლებს, რომლებმაც ფეხსაცმელი შეიძინეს, თანხის სრული დაბრუნება შესთავაზა.
წყარო : BBC
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”