close
კვლევებიმედიცინა

მარინა ენდელაძე: გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გადასხმა ეფექტურია

ეს ნამდვილად კარგი მეთოდია და ჩვენთან ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. არის რაღაც ნაბიჯები გადადგმული და სწორედ გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გადასხმა ნამდვილად იქნება ეფექტური. იმიტომ, რომ აქ ​ჯი-კლასის ანტისხეულები უკვე გამომუშავებულია, პაციენტი რა თქმა უნდა შესწავლილი იქნება. გამოჯანმრთელებულ იმუნოკომპეტენტურ პიროვნებას უკვე უვითარდება ანტისხეულები და პლაზმასთან დაკავშირებით, ნამდვილად იქნება ეფექტური და ამისათვის ნაბიჯები უკვე გადადგმულია და დაწყებულია მუშაობა ამ საკითხზე და მალე გვექნება გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმა მარაგში – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მარინა ენდელაძის განმარტებით, მსგავსი მარაგების შექმნა პრობლემა არ იქნება და სისხლის გაცემაზე არცერთი გამოჯანმრთელებული იტყვის უარს.

“მე ყველა პაციენტს ვიცნობ, მითუმეტეს პირველი ეტაპისას და დარწმუნებული ვარ, იყო რაღაც საუბრები და არცერთი პაციენტი ამაზე უარს არ იტყვის, რამდენადაც ეს არ არის ისეთი რაოდენობის სისხლის აღება, რომელიც მის ჯანმრთელობას დაემუქრება. ყველა ადამიანისთვის რა თქმა უნდა სასურველია, რომ დაეხმაროს და გამოაჯანმრთელოს სხვა პაციენტი. რა თქმა უნდა მსუბუქ და საშუალო სიმძიმის ავადმყოფებს ეს არ დასჭირდებათ, ამდენი რაოდენობით არ დაგვჭირდება და ამ თემაზე არის უკვე დაწყებული მუშაობა. ალბათ მალე გვქნება ეს მეთოდი“, – განაცხადა ენდელაძემ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0