საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ 5 უარყოფითი პასუხი მიიღეს.
„ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით არ შეცვლილა, მაგრამ ბოლო დღეებში არის უფრო მატება ახალი შემთხვევების. იმედი მაქვს, მიღებული ღონისძიებები, შედეგს მოგვცემს. პირველი სასიხარულო ამბავი ის მინდა გითხრათ, რომ 2 პაციენტი დღეს კიდევ გავწერეთ. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაგვემატა ახალი გამოჯანმრთელებულები. შეიძლება ხვალ ყველა ვერ გავწეროთ, ალბათ რამდენიმე დატოვებს კლინიკას, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მივიღეთ 5 უარყოფითი პასუხი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“