NASA-მ მარსის ყველაზე დეტალური პანორამა გამოაქვეყნა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Space ავრცელებს.
პანორამა 1200-ზე მეტი ფოტოსგან შედგება, მისი გაფართოება კი 1,8 მილიარდი პიქსელია. მარსმავალ Curiosity-ის მიერ გადაღებულ პანორამაზე შარპის მთის ფერდობი ჩანს.
პანორამის შესაქმნელად Curiosity-ის მიერ 2019 წლის 24 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე გადაღებული ფოტოებია გამოყენებული.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
გაზიარება: