close
ასტრონომია - კოსმოსი

მარსმავალმა Perseverance ისტორიაში პირველად მარსის ატმოსფეროდან ჟანგბადი მიიღო

NASA-მ ისტორიაში პირველად მარსის ატმოსფეროდან, რომელიც 96%-ით ნახშირორჟანგისგან შედგება, ჟანგბადი მიიღო. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

20 აპრილს როვერმა Perseverance ექსპერიმენტული აპარატის MOXIE მეშვეობით ნახშირორჟანგის ჟანგბადად გადამუშავება შეძლო. პირველი ექსპერიმენტის ფარგლებში NASA-ს სპეციალისტებმა 5,4 გრამი ჟანგბადი მიიღეს, რაც 10 წუთის განმავლობაში სუნთქვისთვის საკმარისია. MOXIE-ს საათში 10 გრამი ჟანგბადის გამომუშავება შეუძლია.

NASA-ს სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ექსპერიმენტი ძალიან მნიშვნელოვანია მარსის კოლონიზაციისთვის.

„ჩვენს მიზანს ვუახლოვდებით: ოდესმე მარსზე ადამიანები დავინახოთ“, – განაცხადა NASA-ს დირექტორის მოადგილემ, ჯიმ რეიტერმა.

გაზიარება:
fb-share-icon0