close
ასტრონომია - კოსმოსი

მარსმავალმა Perseverance-მა წითელ პლანეტაზე „უნიკალური განძი“ აღმოაჩინა

მარსმავალმა Perseverance-მა მარსზე თავისი მისიის განმავლობაში პირველი უჩვეულო ქანის ნიმუში აღმოაჩინა. ეს არის 2,9 სანტიმეტრის ქვა, რომელსაც „ვერცხლის მთა“ დაარქვეს. ის „ეზეროს” კრატერიდან იყო ამოღებული.

NASA-ში აღნიშნავენ, რომ მისი ტექსტურიდან გამომდინარე, მსგავსი ნიმუში აქამდე აღმოჩენილი არ ყოფილა.

„ჩემი 26-ე ნიმუში, ცნობილი, როგორც „ვერცხლის მთა“. მას აქვს ტექსტურა, რომელიც ჩვენ ადრე არ გვინახავს“, – ვკითხულობთ Perseverance-ის ოფიციალურ გვერდზე X-ში.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს არის მზის სისტემის ერთ-ერთი უძველესი ქანი. ასეთი ქვების შესწავლა დაეხმარება მეცნიერებს გაიგონ, თუ როგორი იყო მარსი შორეულ წარსულში. ასეთი მასალა ასევე მისცემს მეცნიერებს საშუალებას, მეტი რამ შეიტყონ დედამიწის ადრეული ისტორიის შესახებ.

NASA-ში განმარტავენ, რომ ეს არის Perseverance-ის მიერ ნაპოვნი პირველი ნიმუში, რომელიც ასეთი ძველია – დაახლოებით ოთხი მილიარდი წლის. ეს ის პერიოდია, როდესაც ასტეროიდებისა და კომეტების ხშირი შეჯახება მარსის ზედაპირის ფორმირებას ახდენდა.

Perseverance-ი მარსზე 2021 წლიდან მუშაობს და აგრძელებს ნიმუშების შეგროვებას. ბოლო მონაცემებით, ნიმუშების წითელი პლანეტიდან დედამიწაზე ჩამოტანა 2040 წლისთვის იგეგმება, თუმცა NASA ალტერნატიულ ვარიანტებზეც მუშაობს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0