close
ეს საინტერესოა

,,მატყლის ტომარის” დანიშნულება დიდი ბრიტანეთის პარლამენტში

მოგეხსენებათ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტი შედგება ლორდთა და თემთა პალატისგან. ლორდთა პალატაში არის ერთი საინტერესო ადგილი, ეს ადგილი მმართველი სპიკერისთვის არის განკუთვნილი, სადაც განთავსებულია წითელი ქსოვილისგან შეკერილი ბალიში, სახელად ,,მატყლის ტომარა”.

ინგლისის ეკონომიკისთვის მატყლით ვაჭრობას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით შუა საუკუნეებში. XIV საუკუნეში მეფე ედუარდ III-მ ბრძანა, რომ ლორდი საბჭოს სხდომაზე აუცილებლად უნდა იჯდეს მატყლის ბალიშზე, რასაც დღეს უწოდებენ ,,მატყლის ტომარას”(Woolsack) და რაც მატყლით ვაჭრობის  მნიშვნელობის სიმბოლო იქნებოდა დიდი ბრიტანეთისთვის.

1938 წელს კი ,,მატყლის ტომარა” გადაკეთდა და ხელახლა შეივსო მატყლით, როგორც თანამეგობრობის ერთიანობის სიმბოლო. ტომარა თანამეგობრობის ყველა წევრი სახელმწიფოდან ჩამოტანილი მატყლისგან არის შევსებული. ერთა თანამეგობრობის წევრებს  დომინიონებს უწოდებენ, მათი რაოდენობა 54-ია და მასში შედის ყველა ის სახელმწიფო, რომლებიც წარსულში დიდი ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდნენ და ასევე  მოზამბიკი და რუანდა.

 

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0