მექსიკაში, ყველაზე აქტიური ვულკანი პოპოკაპეტელი ამოიფრქვა. ფერფლის სვეტის სიმაღლე სამ კილომეტრს გაუტოლდა. ინფორმაციას მექსიკის სამოქალაქო თავდაცვის სამსახური ავრცელებს.
პოპოკაპეტელი – მექსიკაში სიდიდით მეორე ყველაზე აქტიური ვულკანია. მისი სიმაღლე 5 426 მეტრია და მეხიკოდან 70 კილომეტრში მდებარეობს.
სტატისტიკის თანახმად, 24 საათში ვულკანი 7-ჯერ ამოიფრქვა და 152 ჯერ მოხდა ლავის ამოსროლა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: