მექსიკაში, ტულტეპეკში მამონტებისთვის 15 000 წლის წინ დაგებული გიგანტური მახეები იპოვეს, წერს BBC.
იქვე იყო 14 მამონტის ჩონჩხიც. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ეს არის პირველი მასშტაბური აღმოჩენა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ადამიანები მამონტებზე შორეულ წარსულში ნადირობდნენ.
არქეოლოგები ამბობენ, რომ მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში, შესაძლოა მამონტების მახეები კიდევ იყოს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანები მხოლოდ მახეში გაბმულ ან დაჭრილ მამონტებს კლავდნენ. მახეების არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ მამონტებზე ნადირობა წინასწარ იყო დაგეგმილი.
მამონტებისთვის დაგებული მახის ორმოს სიღრმე 1,7 მეტრია, ხოლო დიამეტრი 25 მეტრი. გათხრები ამ ტერიტორიაზე მექსიკაში 10 თვეა მიმდინარეობს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება: