close
მედიცინა

მეცნიერები – ალცჰეიმერის დაავადების განვითარების ფრუქტოზა უწყობს ხელს

ალცჰეიმერის დაავადება კვლავ განუკურნებელ დაავადებად რჩება. მეცნიერები დაავადების ახალ გამომწვევ ფაქტორად ფრუქტოზას ასახელებენ.
ფრუქტოზა გვხვდება ბევრ საკვებში, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული და თაფლი, მაგრამ ის ორგანიზმმა, შესაძლოა, ბუნებრივადაც გამოიმუშავოს.
წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ფრუქტოზა თავის ტვინში ეხმარებოდა ჩვენს წინაპრებს საკვების მოპოვებაში, რადგან შაქარი აფერხებს ტვინის მეტაბოლიზმის გარკვეულ ნაწილებს: აფერხებს ყურადღების გაფანტვას, ეხმარება ტვინს ფოკუსირება მოახდინოს გადარჩენაზე და აუმჯობესებს საძიებო-საკვლევ ქცევას, რაც მნიშვნელოვანია საკვების მოძიებისთვის.
უახლეს კვლევაში, მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ეს „გადარჩენის გადამრთველი“ ახლა მუდმივად ჩართულია, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში ადამიანების უმეტესობას საკვების მოსაძიებლად ძალიან ცოტა ძალისხმევა სჭირდება. ეს იწვევს იმას, რომ მივიღოთ მეტი ცხიმიანი, შაქრიანი და მარილიანი საკვები, ვიდრე გვჭირდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამან, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინში ანთება და საბოლოოდ ალცჰეიმერის დაავადების გამომწვევი პირობები.
“მიგვაჩნია, რომ თავდაპირველად ფრუქტოზაზე დამოკიდებული ცერებრალური მეტაბოლიზმის შემცირება ტვინის ამ რეგიონებში შექცევადი და სასარგებლო იყო. მაგრამ ცერებრალური მეტაბოლიზმის ქრონიკული და მუდმივი შემცირება ფრუქტოზის განმეორებადი მეტაბოლიზმის შედეგად იწვევს ტვინის პროგრესირებად ატროფიას და ნეირონების დაკარგვას ალცჰეიმერის დაავადების ყველა მახასიათებლით“, – აცხადებს კოლორადოს უნივერსიტეტის ანშუცის სამედიცინო ცენტრის ნეფროლოგი რიჩარდ ჯონსონი.
უახლესი კვლევა არ შეიცავს ახალ ლაბორატორიულ კვლევას, მაგრამ ის ყურადღებით აკავშირებს წერტილებს წინა კვლევებს შორის, მათ შორის, ფრუქტოზას გადარჩენის უნარს და ალცჰეიმერის დაავადება.
კვლევა American Journal of Clinical Nutrition-ში გამოქვეყნდა.
წყარო : sciencealert.com
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0