ფრანგი მეცნიერების ახალი კვლევის თანახმად, თევზები შეიძლება სიყვარულისგან იტანჯებიან. ამის შესახებ გერმანული გაზეთი Stern-ი წერს.
ბურგუნდიის უნივერისტეტის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ციხლიდები უცნაურად იქცევიან, როდესაც მათ იმ პარტნიორებთან აშორებენ, რომლებთანც დიდხანს იცხოვრეს. როგორც მეცნიერები ამბობენ, ამ შემთხვევაში თევზები აპათიურები გახდნენ.
„კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ თევზები შესაძლოა ემოციურ მიჯაჭვულობას განიცდიან და სიყვარულის გამო ადამიანების მსგავსად იტანჯებიან. რათა თავიანთი დასკვნა გაემყარებინათ, სპეციალისტებმა 2 კვირის განმავლობაში 33 თევზზე დამატებითი ექსპერიმენტი ჩაატარეს. ისინი აკვირდებოდნენ მამრ თევზებს, რომლებსაც იმ მდედრ თევზებთან ერთად ამყოფებდნენ, რომელიც მათ თავად არ აურჩევიათ. შედეგად თევზები ნაკლებად და უფრო ნელა ქვირითობდნენ. იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი პარტნიორებს თავად არჩევდნენ, კვლავ აქტიურები ხდებოდნენ”- წერია სტატიაში.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”