ბრიტანელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ისეთ მუტაციებს შეიცავს, რომელიც ბავშვებისთვის უფრო გადამდებია, ვიდრე მანამდე არსებული შტამები. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ახლა ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ ვარიანტს გადადების უპირატესობა აქვს ვირუსის სხვა ვარიანტებთან შედარებით, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთშია ცნობილი“, – განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების პროფესორმა, პიტერ ჰორბიმ.
მთავრობასთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ლონდონის Imperial College-ის პროფესორის, ნილ ფერგიუსონის განცხადებით, არსებობს მინიშნება რომ კორონავირუსის ახალ ვარიანტს უფრო დიდი მიდრეკილება აქვს ბავშვების დაინფიცირებისკენ.
„ჩვენ მეტი ინფორმაცია უნდა შევაგროვოთ იმის შესახებ, როგორ მოქმედებს ვირუსის ახალი ვარიანტი. არსებობს საინტერესო ეპიდემიოლოგიური ტენდენციები იმისა, თუ როგორ მოქმედებს ეს ვირუსი, რომ მას გააჩნია დიდი მიდრეკილება ბავშვების დაინფიცირებისკენ“, – განაცხადა ნილ ფერგიუსონმა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”