კრიპტოვალუტის მაინინგს (მოპოვება) სულ უფრო მეტი ელექტროენერგია სჭირდება, რაც ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის მოცულობას გაზრდის. ამის შესახებ Guardian მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით წერს.
Bitcoin-ის მოსაპოვებლად დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობა აჭარბებს რიგი ქვეყნების წლიურ მოთხოვნას, – აცხადებს ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის პროფესორი ბენჟამინ ჯონსი.
„ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე ათეულ ტერავატზე, რომელიც ბიტკოინების მიღებაზე იხარჯება“, – აცხადებს ექსპერტი.
მკვლევარები მოუწოდებენ სახელმწიფოებს, კრიპტოვალუტის მაინინგზე რეგულაციები დააწესონ, იმისთვის, რომ შეამცირონ მავნე გამონაბოლქვის კვალი ატმოსფეროში.
26 თებერვალს Bitcoin-ის ღირებულება 12%-ით შემცირდა.
22 თებერვალს ბიტკოინმა რეკორდი კიდევ ერთხელ მოხსნა. CoinMarketCap-ის რეიტინგის თანახმად, ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი ბოლო 24 საათში 7,8%-ით გაიზარდა და 56 000 დოლარს გადააჭარბა, რაც ისტორიულ მაქსიმუმად შეიძლება ჩაითვალოს.
50 000 დოლარიან ნიშნულს ბიტკოინმა 16 თებერვალს გადააჭარბა.
2017 წლის რეკორდული ნიშნულიდან ($20.000) კრიპტოვალუტის ღირებულებამ მთლიანობაში 83%-ით იკლო. მისი ფასი 4 ათას დოლარს ჩამოსცდა.
ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2018 წლის პროგნოზი უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა, მაგრამ რეგულაციებმა ფასი 3-ჯერ შეამცირა. 2020 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 12 წლის გახდა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”