პლასტმასის კონსტრუქტორის LEGO-ს ნაწილები მსოფლიო ოკეანეში 1300 წელი გაძლებენ. ამის შესახებ დასკვნა ბრიტანული უნივერსიტეტის მეცნიერებმა მოამზადეს. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი, რა ვადებში იშლება პლასტმასის ნაწილები ზღვის წყალში.
კვლევა გამოცემა Environmental Pollution-ში გამოქვეყნდა. მეცნიერებმა LEGO-ს 50-მდე დეტალი შეისწავლეს, რომელიც ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ბოლო 10 წლის განმავლობაში იპოვეს.
მეცნიერებმა ამ დეტალების შემადგენლობა რენტგენის გამოყენებით ზედმიწევნით შეისწავლეს. LEGO-ს ნაწილები წყალში 70-80-იან წლებში მოხვდა და არ დაიშალა. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს ნაწილები ზღვის წყალში 100-დან 1300 წელი გაძლებენ.
გაზიარება: