პოლონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც, მათი მტკიცებით, ინფიცირებულებში კოვიდ-19-ის მძიმედ მიმდინარეობის რისკს აორმაგებს. კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ აღმოჩენა დაეხმარება ექიმებს იმ ადამიანების იდენტიფიცირებაში, რომლებსაც კორონავირუსი ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნით.
„წელიწადნახევარზე მეტხანს მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა იმ გენის იდენტიფიცირება, რომელიც პასუხისმგებელია მძიმედ დაავადებისკენ მიდრეკილებაზე. ეს ნიშნავს, რომ მომავალში ჩვენ შევძლებთ, ამოვიცნოთ ადამიანები, რომლებიც კოვიდ 19-სგან სერიოზულად დაზიანების რისკი ემუქრებათ“, – განაცხადა პოლონეთი ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ნეჯელსკიმ.
ბელოსტოკის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გენი მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ასაკის, წონის და სქესის შემდეგ, რომელიც განსაზღვრავს რამდენად მძიმედ ავადდება ადამიანი კოვიდ 19-ით. პროექტში ჩართული მეცნიერები განმარტებით, აღნიშნული გენი პოლონეთის მოსახლეობის დაახლოებით 14%-შია, ევროპის მოსახლეობის 8-9%-ში და ინდოეთში – მოსახლეობის 27%-ში.
წყარო : Reuters
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“