ბრიტანელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აღმოაჩინეს ახალი პლანეტა, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტების კვლევის შედეგები ბრიტანეთის სამეფო ასტრონომიული საზოგადოების ბიულეტენში გამოქვეყნდა. პლანეტა დედამიწიდან 117 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს და თეთრი ჯუჯის გარშემო, სასიცოცხლო ზონაში ბრუნავს. თეთრი ჯუჯა მცირე ზომის ვარსკვლავია, რომელმაც საკუთარი ბირთვული საწვავი ბოლომდე გამოიყენა და გარე ფენები დაკარგა.
თუ მეცნიერების ვარაუდი სწორია, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ასეთი ტიპის ვარსკვლავის სისტემაში სიცოცხლისთვის ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს. თუმცა, ბრიტანელ ასტრონომებს ამ პლანეტის არსებობის პირდაპირი მტკიცებულებები ჯერ არ აქვთ. მათი აღმოჩენა 65 ციური სხეულის გადაადგილების ტრაექტორიას ეყრდნობა. ეს ობიექტები ერთმანეთისგან ერთნაირ მანძილზე რჩებიან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ ახლომდებარე პლანეტის გრავიტაცია აკავებს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”