close
კვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერებმა აღმოაჩინეს მედიკამენტი, რომელიც ანეიტრალებს ალკოჰოლს და ხელს უწყობს სწრაფად გამოფხიზლებას

ახალი კვლევა აჩენს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა, მხოლოდ ერთი ინექციით შესაძლებელი გახდეს სიმთვრალის ან ალკოჰოლით მოწამვლის ეფექტის სწრაფი შემსუბუქება.
თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამის მიღწევა ჰორმონ ფიბრობლასტის ზრდის ფაქტორის 21-ის (FGF21) სამკურნალოდ გამოყენებითაა შესაძლებელი.
როგორც ჩანს, FGF21 ზრდის სიფხიზლეს თავის ტვინში, ებრძვის ინტოქსიკაციის გარკვეულ ეფექტებს – როგორიცაა ძილიანობა და კოორდინაციის ნაკლებობა. ღვიძლი აწარმოებს ჰორმონს როგორც თაგვებში, ასევე ადამიანებში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კვლევის შედეგები შეიძლება ადამიანებზეც გავრცელდეს. საბოლოო ჯამში, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ალკოჰოლური მოწამვლის ან ზედმეტად მთვრალი ადამიანების გამოსაფხიზლებლად.
კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ FGF21 გავლენას ახდენდა ტვინის სპეციფიკურ რეგიონზე, რომელსაც ლურჯი ლაქა (locus coeruleus) ეწოდება. ტვინის ეს ნაწილი გამოიმუშავებს ნორადრენალინს –  ნეირომედიატორს, რომელიც არეგულირებს სიფხიზლესა და გამოღვიძებას.
საინტერესო ის ფაქტი, რომ FGF21 ჰორმონს არ ჰქონდა იგივე აღდგენითი ეფექტი, როდესაც დატესტეს კეტამინთან, დიაზეპამთან ან პენტობარბიტალთან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის კონკრეტულად ეთანოლს უწევს წინააღმდეგობას.
კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ იგივე კვლევის ადამიანებზე ჩატარებით იგივე შედეგს მიიღებენ.

წყარო : sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0