close
კვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა, ახალი თერაპიის საშუალებით, უსინათლო თაგვებს მხედველობა დაუბრუნეს

მეცნიერებმა თანდაყოლილი სიბრმავის მქონე ზრდასრულ თაგვებში მხედველობის აღდგენის გზა აღმოაჩინეს.
კველევა თვალის ბადურის იშვიათი დაავადების, ლებერის თანდაყოლილი ამავროზის (LCA), მქონე მღრნელებზე ჩაატარეს.
მანამდე, ლებერის თანდაყოლილი ამავროზის დიაგნოზის მქონე ბავშვებში ჩატარებულა კვლევებმა აჩვენა, რომ სინთეზური რეტინოიდის თერაპიებმა, თვალში პირდაპირი შეყვანით, შეიძლება ხელი შეუწყოს მხედველობის დაკარგვის გარკვეულ კომპენსაციას, მაგრამ როგორ მოქმედებს მკურნალობის ეს მეთოდი ამავე დიაგნოზის ზრდასრულებზე, ბევრი არაფერია ცნობილი.
ამ საკითხის უკეთ შესასწავლად მკვლევარები შვიდი დღის განმავლობაში აძლევდნენ სინთეზურ რეტინოიდს ბადურის გადაგვარებით დაბადებულ ზრდასრულ მღრღნელებს.
მკურნალობა საბოლოოდ წარმატებული იყო, რადგან ცხოველების სინათლეზე მგრძნობელობა ნაწილობრივ და მათი ტიპიური სინათლეზე ორიენტირებული ქცევა 27 დღის მანძილზე აღდგა. ხოლო მკურნალობიდან 9 დღის შემდეგ მხედველობის ქერქში ოპტიკური ნერვის მიერ გაცილები მეტი ნეირონი გააქტიურდა.
აღნიშნული იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, მხედველობის ცენტრალური გზა, რომელიც ინფორმაციას თვალიდან ვიზუალურ ქერქს აწვდის, შესაძლოა, რეტინოიდული მკურნალობით მნიშვნელოვნად აღდგეს ზრდასრულ თაგვებშიც კი.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ გაოგნებული ვიყავით იმით, თუ როგორ გადაარჩინა მკურნალობამ მხედველობაში ჩართული ტვინის სქემები. მხედველობა მოიცავს უფრო მეტს, ვიდრე დაუზიანებელი და მოქმედი ბადურაა. ის იწყება თვალიდან, რომელიც აგზავნის სიგნალებს მთელ ტვინში. ეს არის ტვინის ცენტრალურ სქემებში, სადაც ვიზუალური აღქმა რეალურად ჩნდება“, – აცხადებს კალიფორნიის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგი სანილ განდი.
კვლევა მხოლოდ თაგვებს შორის ჩატარდა, მაგრამ აღმოჩენა ნეირომეცნიერებს აძლევს საფუძველს, იფიქრონ, რომ ადამიანის მხედველობის სისტემისთვის კრიტიკული ფანჯარა შეიძლება უფრო დიდი იყოს, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვობაში მხედველობის ნაკლებობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მხედველობა ვერასოდეს აღდგება ზრდასრულობაში.
მეცნიერები აცხადებენ, რომ საჭიროა შემდგომი კვლევების ცხოველებზე ჩატარება, მაგრამ, შესაძლოა, ერთ დღეს, ნეირომეცნიერებმა შეძლონ იმის შემოწმება, შეიძლება თუ არა მსგავსი დადებითი შედეგის ხანდაზმულ ადამიანებში მიღება.
”ის ფაქტი, რომ ეს მკურნალობა ასე კარგად მუშაობს მხედველობის ცენტრალურ გზაზე ზრდასრულ ასაკში, ამყარებს ახალ კონცეფციას, რომ მხედველობას აქვს ფარული პოტენციალი, რომელიც მხოლოდ გააქტიურებას ელოდება”, – განმარტავს განდი.
კვლევა  Current Biology-ში გამოქვეყნდა.

წყარო : .sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0