მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ნაშრომი, სადაც საუბარია სატარებელი ელექტრონული ჩიპის შექმნაზე, რომელსაც, ოფლში კონკრეტული ჰორმონის გამოვლენის გზით, შეუძლია შეაფასოს, რამდენად სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება ადამიანი.
”საიმედო, ტარებადი სისტემის საშუალებით ექიმებს შეუძლიათ, ობიექტურად განსაზღვრონ, აწუხებს თუ არა პაციენტს დეპრესია და არის თუ არა მისი მკურნალობა ეფექტური”, – ამბობს კვლევის წამყვანო ავტორი და Ecole Polytechnique Fédérale de Lausanne-ის ნანოტექნოლოგიის მკვლევარი ადრიან იონესკუ.
ჩიპი აკონტროლებს ჰორმონ კორტიზოლს, სტეროიდულ ჰორმონს, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ფიზიოლოგიური სტრესის საპასუხოდ, მათ შორის ფიზიკური სტრესის ან სისხლში გლუკოზის დაბალი დონის დროს, გამოიყოფა.
როდესაც თქვენი სხეული გამოყოფს კორტიზოლს, ის შეიძლება გამოვლინდეს ნერწყვში, ოფლში და შარდში.
“კორტიზოლი შეიძლება გამოიყოს იმპულსის დროს – თავს კარგად გრძნობთ და მოულოდნელად მოხდა რამე, რაც სტრესის ქვეშ გიყენებთ და თქვენი სხეული იწყებს უფრო მეტი ჰორმონის გამომუშავებას”, – განმარტავს იონესკუ.
ჩიპი კარიბჭის ველის ეფექტის ტრანზისტორის გამოყენებით ოფლში კორტიზოლის ანალიზს ახორციელებს.
“კორტიზოლის დონეს სისხლის შრატში მთელი დღის განმავლობაში ცირკადული რიტმი აქვს, ყველაზე მაღალი დონე დილით (~ 30 წთ გამოღვიძებიდან : 0,14-0,69 მკმ) და ყველაზე დაბალი დონე ღამით (0,083-0,36 მკმ). სტაბილურმა სტრესმა შეიძლება დაარღვიოს ეს რიტმი და გამოიწვიოს კორტიზოლის დონის პათოლოგიური მომატება ”, – წერენ კვლევის ავტორები.
„კორტიზოლის როგორც მაღალი, ისე დაბალი დონე, ასევე დარღვეული ცირკადული რიტმი, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დარღვევებს იწვევს,“-აცხადებენ მეცნიერები.
ისინი იმედოვნებენ, რომ სენსორს უახლოეს მომავალში კლინიკურ ცდებში გამოცდიან.
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”