ძაღლი ადამიანის არა მხოლოდ მეგობარია, არამედ მკურნალიც – ეს დაამტკიცეს ტოკიოს გერონტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა.
მათ აღმოაჩინეს, რომ ნებისმიერი ჯიშის ძაღლები ხანდაზმულ ადამიანებში დემენციის განვითარების რისკს 40%-ით ამცირებენ ცხოველების გარეშე მცხოვრებ ადამიანებთან შედარებით.
მეცნიერთა აზრით, ეს პირველი ასეთი კვლევაა. დასკვნა ის არის, რომ ძაღლზე ზრუნვა გარკვეული აქტივობაა: სიარული, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა “ავარჯიშებს ტვინს”. როგორც მეცნიერები განმარტავენ, დემენცია და კერძოდ ალცჰაიმერის დაავადება დაკავშირებულია ტვინში ცილების არანორმალურ დაგროვებასთან. ფიზიკური ვარჯიში ამცირებს მათ რაოდენობას და ასევე უზრუნველყოფს ტვინში სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს მისი უჯრედების ზრდას და განვითარებას. გონებრივი და სოციალური აქტივობა, თავის მხრივ, ეხმარება შექმნას “შემეცნებითი რეზერვი” – ტვინის უნარი გაუმკლავდეს სირთულეებს და განაგრძოს მუშაობა.
ამ დასკვნამდე მისასვლელად მეცნიერებმა 65-დან 84 წლამდე ასაკის 11 ათასზე მეტი იაპონელი გამოიკითხეს. კვლევის დასაწყისში ყველა მათგანი ფსიქიკურად ჯანმრთელი იყო. მათ ჰკითხეს, იყო თუ არა სახლში ძაღლი ან კატა და რა ფიზიკურ ვარჯიშს აკეთებდნენ კვირაში. 4 წლის შემდეგ, მკვლევარებმა კიდევ ერთხელ შეაფასეს ექსპერიმენტის მონაწილეთა ჯანმრთელობა და დემენციის განვითარება.
შემუშავდა „შანსების თანაფარდობა“, რაც მიუთითებს დემენციის განვითარების რისკზე როგორც ძაღლების, ასევე კატების მფლობელებისთვის. გარე ფაქტორების კორექტირების შემდეგ, შანსების კოეფიციენტი იყო 0.6 ძაღლების პატრონებისთვის, 0.98 კატის პატრონებისთვის და 1 მათთვის, ვისაც ძაღლები ან კატები არ ჰყავდა.
ამავდროულად, ფიზიკურმა ვარჯიშმაც, რა თქმა უნდა, იმოქმედა, მაგრამ მათთვის, ვისაც ძაღლები ჰყავდა.
„ამ ადამიანებს ჰქონდათ დემენციის განვითარების შანსები 0,37 იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებსაც ძაღლები არ ჰყავდათ და რომლებიც არ ვარჯიშობდნენ“, – ციტირებენ მეცნიერები ციფრებს.
თუმცა, მეცნიერები გვაფრთხილებენ: მხოლოდ ძაღლის ყოლა არ გვიშველის, თუ ცოტას ვიმოძრავებთ და პრაქტიკულად არავის დავუკავშირდებით. მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის სწორად შერწყმა. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მათი კვლევა ჯერჯერობით მხოლოდ იაპონელებს ეხება. იგეგმება იგივე მაჩვენებლების შემოწმება სხვა ქვეყნებში.
წყარო: მკურნალი.გე
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”