მეცნიერები დაბერების საწინააღმდეგო ახალ თერაპიაზე მუშაობენ. მათ ნივთიერება გოჭების სისხლისგან მიიღეს. მეთოდი ვირთხებში ბიოლოგიურ ასაკს ცვლის.
მკვლევრების , აღმფრთვანებელია, რომ ვირთხების “ეპიგენეტიკურმა საათმა” 67,4 პროცენტით უკან “გადაიწია”.
რა თქმა უნდა, არსებობენ სკეპტიკოსები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მიღწევები საკმარისი არ არის. მიუხედავად ამისა, ფაქტია, ახალმა მეთოდმა ვირთხების სისხლის, გულისა და ღვიძლის ქსოვილების ეპიგენეტიკური ასაკი გაანახევრა. ნაერთს შედარებით ნაკლები ეფექტი ჰქონდა ტვინის ქსოვილებზე, მაგრამ ეს მაინც მნიშვნელოვან მიღწევად შეფასდა.
უფრო მეტიც, ვირთხების მკურნალობის შემდეგ, მკვლევრებმა დაინახეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ზემოაღნიშნული ორგანოების ფუნქციონირებაში. დაფიქსირდა ქცევითი და კოგნიტური გაუმჯობესებაც.
“E5-ის მსგავს ეფექტს ჩვენც არ ველოდით. ამის დაჯერება გაგვიჭირდა კიდევაც, მაგრამ ფაქტია, ნაერთმა იმუშავა. ამას ადასტურებს სხვდასხვა ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევებიც. შედეგი ერთია, ვირთხები გაახალგაზრდავდნენ”, — ამბობენ მკვლევრები.
მეცნიერები ახალგაზრდა სისხლის გამოყენებით გაახალგაზრდავების მეთოდის შემუშავებაზე წლებია მუშაობენ. მიუხედავად ამისა, აქამდე მსგავს კვლევებს წარმატებულს ვერ ვუწოდებდით.
ერთი შეხედვით, ეს მეთოდი აბსტრაქტულიცაა, მაგრამ ფაქტია, ამჯერად მან იმუშავა!
და აქ შემოდის მთავარი შეკითხვა — როგორ და რატომ?
პრესრელიზში მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მათ ბოლომდე ჯერ კიდევ არ ესმით თუ როგორ აახალგაზრდავებს ახალგაზრდა სისხლი ორგანიზმს.
კვლევაში ჩართული მეცნიერები ერთხმად თანხმდებიან, რომ საჭიროა შემდგომი კვლევები და ისინი მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებენ.