მეცნიერები აცხადებენ, რომ, CRISPR გენის რედაქტირებაზე დაფუძნებული ტექნოლოგიის გამოყენებით, ინფიცირებულ უჯრედებში აივ-ის (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის) განადგურება წარმატებით შეძლეს, – ამის შესახებ BBC წერს.
ამსტერდამის უნივერსიტეტის სამეცნიერო გუნდში აცხადებენ, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია და ახლო მომავალში აივ-ის განკურნების მეთოდების დანერგვას არ ვარაუდობენ.
“ბევრად მეტი მუშაობა იქნება საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ კვლევის შედეგები (უჯრედებიდან აივ-ის გაქრობა), მკურნალობისას, მთელ ორგანიზმზე გავრცელდება. ბევრი სამუშაო იქნება საჭირო, ვიდრე ეს [აღმოჩენა] გავლენას იქონიებს აივ ინფიცირებულებზე“, – აცხადებს ღეროვანი უჯრედებისა და გენური თერაპიის ტექნოლოგიების ასოცირებული პროფესორი ჯეიმს დიქსონი.
მეცნიერებისთვის გამოწვევაა ის გვერდითი ეფექტებიც, რომლებიც უჯრედებიდან აივ ინფექციის გაქრობას სდევს თან. სამეცნიერო წრეებში განმარტავენ, რომ მეთოდოლოგიის დახვეწას “მრავალი წელი” დასჭირდება.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”