ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კოფეინს არასწორი კვების უარყოფითი შედეგების კომპენსირება შეუძლია, რადგან ის ამცირებს ლიპიდების დაგროვებასა და ტრიგლიცერიდების დონეს. კლევის შედეგები MedicalXpress-მა გამოაქვეყნა.
სპეციალისტებმა კვლევა თაგვებზე ჩაატარეს. 4 კვირის განმავლობაში ისინი კოფეინს ჩაი მატესგან იღებდნენ. შედეგად ცხოველებმა 16%-ით ნაკლები წონა და 22%-ით ნაკლები ცხიმი მოიმატეს იმ თაგვებთან შედარებით, რომლებსაც ჩაი მატეს კოფეინის გარეშე აძლევდნენ. ამასთან, მათი რაციონი 40% ცხიმის, 45% ნახშირწყლებისა და 15% ცილებისგან შედგებოდა. მიღებული კოფეინის დოზა კი 4 ჭიქა ყავის ტოლფასი იყო.
მეცნიერებმა ანალოგიური შედეგი სინთეზური კოფეინისა და ყავაში შემცველი კოფეინითაც მიიღეს. მატე – ეს არის პარაგვაული ჩაი, რომელიც კოფეინს დიდი დოზით შეიცავს.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”