მეცნიერებმა მთვარეზე წყლის ახალი წყარო აღმოაჩინეს. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ მთვარის ზედაპირზე კოსმოსური ქანების ძალადობრივი ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილ „მინის მძივებში“ წყალია, რაც, მეცნიერების განმარტებით, მთვარეზე ადამიანის მომავალი საქმიანობისთვის უძვირფასესს რესურსს წარმოადგენს.
წყლიანი „მინის მძივები“ მეცნიერებმა ჩინეთის მთვარის მისიის, Chang’e 5-ის ფაგრლებში მოპოვებულ მიწაში აღმოაჩინეს. ეს მბზინავი, მრავალფეროვანი „მინის მძივები“ ჩინეთის მისიის ფარგლებში მთვარიდან 2020 წელს დაბრუნებულ ნიმუშებში აღმოჩნდა.
მეცნიერთა გუნდის განმარტებით, იმის გამო, რომ არსებობს მილიარდობით, თუ არა ტრილიონობით. ასეთი „მძივი“, შეიძლება წყლის რაოდენობა მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ მისი მოპოვება რთული იქნება.
„მთვარე გამუდმებით იბომბება იმპულსური ფაქტორებით – მაგალითად მიკრო მეტეორიტებითა და დიდი მეტეორიტებით – რომლებიც დარტყმის შედეგად „მინის მძივებს“ წარმოქმნიან,“ – განაცხადა ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიისა და გეოფიზიკის ინსტიტუტის პლანეტოლოგი, სენ ჰუმ, რომელიც ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნებული კვლევის თანაავტორი.
კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ შემომავალი კოსმოსური ქანების მიერ გამოდევნილი მდნარი მასალის გაგრილების შედეგად წარმოქმნილი „მძივები“ ყველგანაა. ვარაუდობენ, რომ წყლის მოპოვება შესაძლებელია მძივების გაცხელებით. საჭიროა მეტი კვლევები იმის დასადგენად, რამდენად შესაძლებელია ეს და, თუ ასეა, იქნება თუ არა წყალი უსაფრთხო დასალევად.
მეცნიერები აცხადებენ, რომ დასკვნები ეფუძნება მთვარიდან ჩამოტანილი მიწიდან შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ 32 „მინის მძივს“, მომავალში კი მეტი ნიმუშის შესწავლა მოხდება.
წყარო : apnews.com
reuters.com
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”