close
ეს საინტერესოა

მეცნიერებმა ორსულობის ახალი, ნერწყვზე დაფუძნებული ტესტი შექმნეს

მეცნიერებმა შექმნეს ორსულობის ახალი ტესტი, რომელიც ორსულობის დასადგენად იყენებს არა შარდს, არამედ – ნერწყვს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ორსულობის ტესტი, სახელწოდებით Salistick™, შეიმუშავა ისრაელურმა სტარტაპმა, Salignostics-მა, და მისი გაყიდვა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში უკვე დაიწყო.

“ეს საინტერესო ინოვაცია ქალებს აძლევს შესაძლებლობას, დაადგინონ ორსულობა უფრო სუფთა, პირდაპირი და მარტივი გზით”, – თქვა კრის იეტსმა, Abingdon Health plc-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

Salignostics-ის მიერ ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ქალების 68%-ს შარდის ტესტის ნაცვლად ურჩევნია ნერწყვზე დაფუძნებული ტესტი.

პროდუქტის ინსტრუქციაში ნათქვამია, რომ მომხმარებლებმა ტესტი ჭამიდან ან დალევიდან 30 წუთის შემდეგ უნდა ჩაიტარონ. კომპლექტს მოჰყვება ტამპონი, რომელიც უნდა ამოძრაოთ პირის ღრუს გარშემო 90 წამის განმავლობაში და შემდეგ ჩასვათ ანალიტიკურ ერთეულში. პასუხი, სულ რაღაც, 5-დან 15 წუთამდე დროის განმავლობაში ფიქსირდება.

Salistick™ ადგენს იმავე ჰორმონს (ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (hCG)), რომელსაც ეყრდნობა ორსულობის სხვა კომერციული ტესტები. ამ ჰორმონის გამომუშავება იწყება ორსულობის დასაწყისში, ემბრიონული ქსოვილებით, რომლებიც განაგრძობს პლაცენტის ფორმირებას. ორსულობის დასადგენი ტრადიციული ტესტების მსგავსად, ახალი ტესტიც გვერდითი ნაკადის პრინციპზე მუშაობს.

Salistick™-ს სპეციალური აპლიკაციაც აქვს, რომლის საშუალებითაც შედეგის ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან გაზიარებაა შესაძლებელი.

ახალი ტესტი ნამდვილად უფრო მოსახერხებელია, თუმცა რამდენად აკურატულია იგი?

Abingdon Health-ის მიხედვით, სწორი გამოყენების შემთხვევაში, Salistick™ 96,32%-ით აკურატულია მენსტრუაციის გამოტოვების შემდეგ პირველ დღეს და 97,35%-ით – მეორე დღეს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ცოტათი ჩამორჩება ტრადიციულ, შარდზე დაფუძნებულ ორსულობის დასადგენ ტესტებს, რომლებსაც 99%-იანი სიზუსტე ახასიათებს.

თუმცა ბევრი ადამიანისთვის ჰიგიენისა და მოსახერხებლობის ასპექტი, ალბათ, სიზუსტის უმნიშვნელო ვარდნას გადაწონის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0