close
გამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა პატარა მიკროსკოპი შექმნეს, რომელსაც ძუძუს კიბოს მკურნალობის დაჩქარება შეუძლია

ბრიტანელმა მეცნიერებმა პაწაწინა მიკროსკოპი შექმნეს, რომლის მანევრირება შესაძლებელია სხეულის შიგნით მცირე სივრცეებში ოპერაციის დროს. მიკროსკოპის შემქმნელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მოწყობილობა ძუძუს კიბოს მკურნალობის დაჩქარებას შეუწყობს ხელს.
ენდომიკროსკოპი, რომლის დიამეტრი 1 მმ-ზე ნაკლებია, შექმნილია სხეულში შესაყვანად, რათა უზრუნველყოს ქსოვილებისა და ორგანოების დათვალიერება. მისი შემქმნელების მტკიცებით, მოწყობილობას შეუძლია ქსოვილის შიგნიდან სურათების შექმნა “უპრეცედენტო სიჩქარით”.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ენდომიკროსკოპი დაეხმარება ქირურგებს მილიმეტრის მეასედი ზომის კიბოს უჯრედების იდენტიფიცირებაში ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ტრადიციული მეთოდები და ეს ხელს შეუწყობს შემდგომი ოპერაციების საჭიროების შემცირებას სიმსივნური უჯრედების მოსაშორებლად, რომელთა აღმოჩენა ადრე ვერ მოხერხდა.
სტატისტიკის თანახმად, პაციენტების 20%-მდე, რომლებიც მკურნალობენ მკერდის შემანარჩუნებელი ქირურგიით, ამჟამად ასეთ ოპერაციებს საჭიროებენ.
მეცნიერები ასევე ირწმუნებიან, რომ მოწყობილობის გამოყენება ქირურგებს დაეხმარება სიმსივნეების გარშემო საეჭვო ქსოვილის იდენტიფიცირებაში ძალიან სწრაფად და ზუსტად, რადგან ენდომიკროსკოპს წამში 120 კადრის წარმოქმნა შეუძლია.
მკვლევარებმა თავიანთი სისტემა ადამიანის კიბოს ქსოვილზე წინასწარი კვლევებისთვის გამოიყენეს და ახლა ამოწმებენ მის გამოყენებას ქირურგებისა და პათოლოგისტების მიერ კიბოს ქსოვილის ლაბორატორიულ ნიმუშებზე.

გაზიარება:
fb-share-icon0