close
გამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ზღვის წყალს სასმელ წყლად გარდაქმნის

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა შექმნეს პორტატული გამწმენდი მოწყობილობა, რომელსაც მაღალი ხარისხის სასმელი სასმელი წყლის წარმოქმნა ღილაკზე ხელის დაჭერით შეუძლია.
ჩემოდნის ზომის მოწყობილობა 10 კილოგრამზე ნაკლებს იწონის და მისი დატენვა პორტატული მზის პანელითაა შესაძლებელი.
ზღვის წყლის გასაწმენდად მოწყობილობა იყენებს არა ფილტრებს, არამედ ტექნოლოგიას, რომელსაც იონის კონცენტრაციის პოლარიზაცია ეწოდება და რომელიც მოლეკულების, ვირუსების და ბაქტერიების გასაფილტრად ელექტროენერგიას იყენებს.
შეფასების თანახმად, მოწყობილობის პროტოტიპი აწარმოებს საათში დაახლოებით 300 გრამ სასმელ წყალს. ბოსტონის კარსონის სანაპიროზე რეალურ სამყაროში ჩატარებული ტესტირებისას მოწყობილობამ შეძლო პლასტმასის ჭიქის სასმელი წყლით შევსება დაახლოებით ნახევარ საათში.
მოწყობილობის შემქმნელების განმარტებით, ამჟამად ცდილობენ, წარმოების მაჩვენებლის გაზრდას და ასევე იმას, რომ მოწყობილობა უფრო მოსახერხებელი გახდეს.
ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ ერთ დღეს, მოწყობილობა შეიძლება განთავსდეს რესურსებით შეზღუდულ ადგილებში, გამოიყენონ ბუნებრივი კატასტროფების შემდეგ ან სამხედრო დანიშნულებით.

წყარო : techspot.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0