close
ბიოლოგია

მეცნიერებმა შექმნეს უნივერსალური სისხლი, რომლის გადასხმაც შესაძლებელია ყველა ჯგუფის სისხლში

ადამიანებს აქვთ სისხლის 4 ჯგუფი, რომელთა შორის არის მხოლოდ ერთი უნივერსალური, ანუ შესაფერისია აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის – ეს არის ჯგუფი I (O). მიუხედავად იმისა, რომ ეს საერთო ჯგუფია, დონორის სისხლი ხშირად მაინც დეფიციტია. ამიტომ, მეცნიერები რამდენიმე ათეული წელია მუშაობენ ხელოვნური უნივერსალური სისხლის შექმნაზე, რომელიც ყველა პაციენტს გამოადგება. თუმცა, დადებითი შედეგი მხოლოდ ახლაა მიღწეული. ახალ კვლევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს გზა, რათა სისხლი უნივერსალური გახადონ ნაწლავის ბაქტერიების გამოყენებით.

რატომ არის რთული უნივერსალური დონორის სისხლის შექმნა?
არასწორი სისხლის ჯგუფის გადასხმამ შეიძლება გამოიწვიოს იმუნური რეაქცია. მიზეზი ის არის, რომ იმუნური სისტემა ცნობს უცხო შაქრის მოლეკულებს, რომლებსაც ასევე უწოდებენ “ანტიგენებს”, სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე და იწყებენ მათზე შეტევას.  მხოლოდ I სისხლის ჯგუფი არ შეიცავს ანტიგენებს, ამიტომ უნივერსალურია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ანტიგენების მოცილებით შესაძლებელია სისხლის უნივერსალური, ანუ I ჯგუფის მიღება. მეცნიერები ამაზე მუშაობდნენ ათწლეულების განმავლობაში, სხვადასხვა ფერმენტების გამოყენებით. მაგალითად, ჯერ კიდევ 1980-იან წლებში გამოიყენებოდა ფერმენტები მოუხალავი ყავის მარცვლებიდან II და III ჯგუფის ანტიგენების მოსაშორებლად.

მას შემდეგ, ექსპერიმენტები ტარდება სხვადასხვა, უფრო ეფექტური ფერმენტების გამოყენებით, რომლებიც აშორებდნენ ანტიგენებს ორივე, II და III ჯგუფის სისხლში. ორივე ჯგუფის სისხლში სისხლის წითელი უჯრედების გაწმენდის შემდეგ, მოლეკულურ დონეზე ისინი ზუსტად ჰგავდნენ I ჯგუფის სისხლის წითელ უჯრედებს. ანუ უნივერსალური სისხლის შექმნა შეუძლებელი იყო.როგორც ნაშრომის ავტორები ამბობენ, „ჯადოსნურ ფერმენტზე ან ფერმენტებზე ნადირობა უკვე მიმდინარეობს და ისინი ძალიან მალე გამოჩნდებიან. ეს ნიშნავს, რომ მეცნიერებს შეეძლებათ გადაჭრას ადამიანის სისხლის დეფიციტის, ან თუნდაც შეუთავსებლობის პრობლემა. მართალია, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ ტექნოლოგია ეფექტურია, არამედ იაფიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრაქტიკაში დიდი მოთხოვნა არ იქნება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0