close
ბიოლოგიაგამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა ხელოვნური უჯრედი შექმნეს, რომელიც ბუნებრივის მსგავსად იზრდება და იყოფა

მეცნიერებმა შექმნეს ერთუჯრედიანი სინთეზური ორგანიზმი, რომელიც ჩვეულებრივი უჯრედის მსგავსად იზრდება და იყოფა.

მიღწევა, რომელიც დემონსტრირებულია ერთუჯრედიანი ბაქტერიების მსგავსი ცხოვრების ფორმაში, სახელწოდებით JCVI-syn3A, მეცნიერთა ათწლეულების გენომის თანმიმდევრობისა და ანალიზის შედეგია.

”ჩვენი მიზანია, ვიცოდეთ თითოეული გენის ფუნქცია, რათა შევქმნათ უჯრედის მუშაობის სრული მოდელი,” – აცხადებს MIT– ისა და სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის (NIST) ბიოფიზიკოსი ჯეიმს პელეტერი.

JCVI-syn3A-ის შექმნას წინ უძღოდა ლაბორატორიაში ბაქტერიის სახეობის JCVI-syn3.0-ის შექმნა, რომელიც ჯამში მხოლოდ 473 გენს ფლობდა — ანუ ნაკლებს, ვიდრე სხვა ნებისმიერ დამოუკიდებელი ცოცხალი ორგანიზმი.

მიუხედავად იმისა, რომ მინიატურიზებული გენეტიკური კომპლექტი JCVI-syn3.0-ს უჯრედის დაყოფის გზით სიცოცხლის გაგრძელების უნარს აძლევდა, ეს მან უჩვეულო გზით, თავის მიერ წარმოქმნილ ახალ უჯრედებში გასაოცარი მორფოლოგიური ვარიაციის წარმოქმნით გააკეთა, რომელიც მრავალი სხვადასხვა ზომითა და ფორმით გაჩნდა.

ახლა კი, მეცნიერთა ამავე ჯგუფის წევრებმა, JCVI-syn3.0-ის ახლად მოდიფიცირებული ვარიანტის, JCVI-syn3A-ის, საშუალებით ამ უცნაური მორფოლოგიების პრევენციის გზას მიაგნეს.

JCVI-syn3A-ში 19 ისეთი გენის დამატებით, რომელიც JCVI-syn3.0-ში არ იყო, ის უჯრედის დაყოფას უფრო ნორმალურის მსგავსი, თანმიმდევრული გზით განიცდის და აღენიშნება გაცილებით ნაკლები მორფოლოგიური ნაირსახეობები, ვიდრე JCVI-syn3.0-ს.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ამ მიღწევაზე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ, ამ გენებში მაინც რჩება საკმაოდ ბევრი საიდუმლო.

მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ JCVI-syn3A-ს 19 ახალი გენი აქვს, მათგან მხოლოდ 7 გენი უნდა ასრულებდეს გარკვეულ როლს უჯრედის დაყოფის პროცესის უფრო რეგულარული გზით წარმართვაში. ამ შვიდიდან კი, მხოლოდ ორმა გენმა, სახელად ftsZ და sepF — გამოავლინა საკუთარი ფუნქციები.

უცნობი რჩება, შეაქვს თუ არა რაიმე წვლილი დანარჩენ ხუთ გენს JCVI-syn3A-ს მორფოლოგიურ გამძლეობაში, მაგრამ ერთი რამ ნათელია: ეს პაწაწინა გენომი ახლა წარმოადგენს ახალ სტანდარტს ექსპერიმენტებისთვის, რომლებმაც შეიძლება, დიდი დახმარება გაგვიწიოს იმის დახასიათებაში, თუ რას აკეთებენ ეს გენები ორგანიზმებში.

კვლევის შედეგები ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

გაზიარება:
fb-share-icon0