close
ბიოლოგია

მეცნიერემა ადამიანის ემბრიონები კვერცხუჯრედისა და სპერმის გარეშე შექმნეს

მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედების გამოყენებით ადამიანის სინთეზური ემბრიონები შექმნეს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯმა, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ორსულობის შეწყვეტის მიზეზების დადგენას და ადამიანის განვითარების უნიკალური ასპექტების შესწავლას, თუმცა ის ეთიკურ და სამართლებრივ კითხვებს ბადებს.
კემბრიჯის უნივერსიტეტისა და კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორმა,მაგდალენა ზერნიკა-გოტცმა ემბრიონები ბუნებრივი ემბრიონის განვითარების 14 დღის ეკვივალენტურ ეტაპად შეაფასა. მათ შექნას არ სჭირდება კვერცხუჯრედები ან სპერმა, არ აქვთ გულისცემა ან ტვინის საწყისი, მაგრამ შეიცავს უჯრედებს, რომლებიც, როგორც წესი, განვითარდებიან პლაცენტის, ნაღვლის ბუშტის და თავად ემბრიონის შესაქმნელად.
ჯერჯერობით უცნობია, შეიძლება თუ არა სინთეზური მოდელები იმპლანტაციის შემთხვევაში სიცოცხლისუნარიან ემბრიონებად გადაიქცეს.
ფრენსის კრიკის ინსტიტუტის ასოცირებული კვლევითი დირექტორის, პროფესორ ჯეიმს ბრისკოს განცხადებით, შეუძლებელია დეტალური კომენტარის გაკეთება მანამ, სანამ კვლევას შესაბამისი ცოდნის მქონე მეცნიერები არ განიხილავენ და შეაფასებენ, მაგრამ ღეროვან უჯრედებზე დაფუძნებული ადამიანის ემბრიონის სინთეზურ მოდელებს „ბევრი პოტენციალი“ აქვს.
”მათ შეუძლიათ ადამიანის განვითარების კრიტიკულ ეტაპებზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება. ეს არის ეტაპები, რომელთა შესწავლა ძალიან რთული იყო და ეს არის დრო, როდესაც ბევრი ორსულობა წყდება. ახლებურმა ხედვამ შეიძლება ხელი შეუწყოს სპონტანური აბორტის მიზეზებისა და ადამიანის განვითარების უნიკალური ასპექტების უკეთ გაგებას“, – აღნიშნა პროფესორმა ბრისკომ, თუმცა დასძინა, რომ ადამიანის სინთეზური ემბრიონები შექმნა “ღრმა ეთიკურ და იურიდიულ კითხვებს“ აჩენს.
„გადაუდებელი აუცილებლობაა, დაწესდეს რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ ღეროვანი უჯრედებიდან მიღებული ადამიანის ემბრიონის მოდელების შექმნისა და გამოყენების ჩარჩოს არსებობას“, – აღნიშნა პროფესორმა და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, კვლევა “ფრთხილად, ყურადღებით და გამჭვირვალედ” წარიმართოს.

წყარო : independent.co.uk

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0