მე-19 საუკუნის საოცარი არშაკუნის სასახლე გვიყვება, თუ როგორც შეხვდა აღმოსავლური ცივილიზაცია დასავლურ ცივილიზაციას ძველ თბილისში. სასახლე ეკუთვნოდა სპარსული წარმოშობის სომეხ ვაჭარს, ვარდან არშაკუნს, რომელიც სპარსეთიდან ჩამოსულა საქართველოში საცხოვრებლად. 1850-იანი წლების ბოლოს არშაკუნს გადაეწყვიტა აეშენებინა გრანდიოზული წვეულებათა სასახლე, რომლის მსგავსი მთელ ამიერკავკასიაში არ იქნებოდა და სილამაზით აღტაცებაში მოიყვანდა მნახველს.
სასახლის ასაშენებლად არშაკუნმა მოიწვია რუსი არქიტექტორი გრიგორი ივანოვი, ასევე ოსტატები სპეციალურად ირანიდან ბროლისა და სარკეებიანი დარბაზების მოსაწყობად. მოიხატა კედლები და ჭერი აღმოსავლური დეკორითა და ორნამენტებით. ინტერიერის მოსაწყობად შეიძინეს ძვირფასი ავეჯი, მდიდრული ხალიჩები და ბროლის ჭაღები. არშაკუნმა გადაწყვიტა, რომ მშენებლობის დასრულება გრანდიოზული მეჯლისით უნდა დაგვირგვინებულიყო, თუმცა მეჯლისამდე ორი კვირით ადრე გარდაიცვალა. სასახლის ბედი კი გაურკვეველი დარჩა, ვინაიდან არშაკუნს მემკვიდრე არ ჰყავდა.
სასახლემ რამდენჯერმე გამოიცვალა მფლობელი და იერსახე. 1900-იან წლებში სასახლე შეისყიდეს ქობულაშვილებმა და სასახლის რესტავრაციისთვის ოსტატები მოიწიეს ბაქოდან, ირანიდან და იტალიიდან. მოხატულობასა და ინტერიერში ერთმანეთს ერწყმოდა დასავლური და აღმოსავლური კულტურა. გასაბჭოების შემდეგ, 1922 წლიდან, სასახლე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას გადაეცა და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ სასახლემ პირვანდელი სახე შეინარჩუნა. დღეს არშაკუნის სასახლეს ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს. რესტავრატორებმა თავდაუზოგავად იშრომეს, რომ თითქმის ზუსტად აღედგინათ სასახლის პირვანდელი ზღაპრული იერსახე.
მე-19 საუკუნეში აგებული არშაკუნის ზღაპრული სასახლე ძველ თბილისში
გაზიარება: