close
საქართველო

მთამსვლელი, გინესის რეკორდსმენი და ურთულესი ექსპედიციების მონაწილე – ბენო ქაშაკაშვილი

მთამსვლელი, ინჟინერ-მეტალურგი, სამთო ინსტრუქტორი და გინესის რეკორდსმენი ბენო ქაშაკაშვილი დაიბადა ქალაქ რუსთავში. მან დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1985 წელს; ბიზნეს სკოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში – 1988 წელს; რუსეთის სამთო ინსტრუქტორთა სკოლა – 1988 წელს; თბილისის სახელმწიფო უცხო ენათა ინსტიტუტი – 1990 წელს.
1986-1999 წლებში ბენო ქაშაკაშვილი დააჯილდოვეს სსრკ შეიარაღებული ძალებისა და ევრაზიის ტექნიკურ, კედლოვან და სიმაღლეზე ასვლებში ჩემპიონატების ოქროს მედლითა და სხვა ჯილდოებით. ნეპალის მთავრობამ გადასცა სიგელი, როგორც I კატეგორიის სამთო გიდს და საგანგებო სიტუაციების სერტიფიცირებულ სამთო მაშველს. ბენო იყო კავკასიონის, პამირის, ტიან-შანის, ვინსონის, ალასკის, ჰიმალაის მთიანეთში ურთულესი ექსპედიციების მონაწილე (საერთო ჯამში, 100-ზე მეტ მწვერვალზე). ასევე თავად იყო ორგანიზატორი რამდენიმე ექსპედიციის, მათ შორის ევერესტის. 1999 წელს ბენო ქაშაკაშვილი შევიდა გინესის რეკორდების წიგნში და ჯომოლუნგმაზე ქართული დროშაც ააფრიალა.
მთამსვლელი ანტარქტიდაზე, მწვერვალ ვინსონის დასაპყრობად 2002 წელს მოხვდა. დეკემბერში, როდესაც ანტარქტიდაზე ზაფხულია, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში ზამთარი, სამი ალპინისტი ჯერ ჩილეში ჩაფრინდა, იქიდან კი ანტარქტიდისკენ აიღეს გეზი. “აქ ყველაფერი სხვანაირია – თოვლიც, ყინვაც… სხვა პლანეტაა”, – ამბობს ბენო.

გაზიარება:
fb-share-icon0