მიანმარის დედაქალაქ ნაიფიიდოში უამრავი ადამიანი გამოვიდა სამხედრო გადატრიალების საწინააღმდეგოდ გამართულ საპროტესტო აქციებში, რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გოგონას, სახელად Mya Thwe Thwe Khaing, თავში ესროლეს, ის 19 წლის იყო და ერთ-ერთია, ვინც საპროტესტო აქციებს ემსხვერპლა.
ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში დაღუპულის პატივსაცემად, ხალხის კოლონას თან ახლდა ასობით მოტოციკლი და ამ მსვლელობით გამოხატეს პროტესტი. მომიტინგეები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას არ დათანხმდნენ და ისევ გამოვიდნენ კვირას ქუჩებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეს ყველაზე მწვავე ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს სამხედროებმა.
მომიტინგეების მკვლელობასთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერემმა თქვა: ”მიუღებელია მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ მომაკვდინებელი ძალის გამოყენება, დაშინება და შევიწროება”.
ამის პარალელურად, Facebook ბლოკავს ახალი ამბების სოციალურ გვერდებს, რომლებსაც მიანმარის სამხედროები მართავენ. სამხედროებმა, რომლებმაც ამ თვის დასაწყისში დაამხეს არჩეული მთავრობა, პოლიტიკური ლიდერები კი დააკავეს, იმ მიზეზით, რომ გასულ წელს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა, რისი მტკიცებულებებიც არ აქვთ. მოსახლეობამ კი მასშტაბური აქციებით უპასუხა, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
წყარო: BBC
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”