close
კვლევები

მოზარდების ორგანიზმში, რომლებიც ე.წ. „ვეიპს“ ხშირად იყენებენ, ურანისა და ტყვიისშემაშფოთებელი დონე დაფიქსირდა

თინეიჯერების ორგანიზმში, რომლებიც ე.წ. “ვეიპს” ხშირად იყენებენ, ტოქსიკური ლითონების უფრო მაღალი რაოდენობა აღმოჩნდა.
ნებრასკის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ 13-დან 17 წლამდე ასაკის ე.წ. „ვეიპერებს“ რომლებიც აცხადებენ, რომ ელექტრო სიგარეტს დღეში მინიმუმ რვაჯერ იყენებენ, შარდში 30 პროცენტით მეტი ტყვია და ორჯერ მეტი ურანი აღმოაჩნდათ მათ თანატოლებთან შედარებით, რომლებიც იშვიათადიყენებენ მას.
ამასთან, მოზარდებში, რომლებიც უპირატესობას ანიჭებდნენ ტკბილ არომატს, მენთოლის ან პიტნისგან განსხვავებით, ურანის ბიომარკერები განსაკუთრებით მაღალი იყო.
ასეთი აღმოჩენები ღრმად შემაშფოთებელია, რადგან ცნობილია, რომ ისეთი ნაერთები, როგორიცაა ტყვია და ურანი, საზიანოა ადამიანის განვითარებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული სიგარეტი ხშირად იყიდება, როგორც ზრდასრულების მიერნიკოტინის მიღების შეწყვეტის საშუალება, არამწეველთა სრულიად ახალი თაობა ახლა სრულწლოვანებამდე იწყებს მის გამოყენებას. 2023 წელს აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საშუალო სკოლის მოსწავლეების 10 პროცენტი ამჟამად ელექტრო სიგარეტს იყენებდა. მომხმარებელთა 90 პროცენტმა აღნიშნა, რომ არომატიზებულ პროდუქტებს იყენებდა.
სიტყვა „ვეიპორი“ (ორთქლი) შეიძლება ჟღერს,როგორც წყლის უვნებელი ღრუბელი, მაგრამ ელექტრო სიგარეტის სითხე – მაშინაც კი, როცა ნიკოტინს არ შეიცავს – სავსეა ქიმიკატებით, ზოგჯერ მათ შორის ისეთი ტოქსიკური ლითონებით, როგორიცაა დარიშხანი, ქრომი, ნიკელი, ტყვია და ურანი.
„ვეიპინგი“ არცერთ შემთხვევაში არ არის უსაფრთხო, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის ასაკს, მაგრამ ეს ჩვევა შეიძლება განსაკუთრებით სახიფათო იყოს ახალგაზრდებისთვის.
კვლევა Tobacco Control-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0