close
ეს საინტერესოა

მონტანა აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც TikTok-ი აიკრძალა

ამერიკული შტატის, მონატანს გუბერნატორმა გრეგ ჯანფორტემ ხელი მოაწერა კანონს რეგიონში აპლიკაცია TikTok-ის აკრძალვის შესახებ. „მონტანის მცხოვრებთა პირადი მონაცემების ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან დასაცავად შტატში TikTok-ი ავკრძალე“, – დაწერაგუბერნატორმა Twitter-ზე.

Reuters-ი აზუსტებს, რომ აპლიკაციების მაღაზიებს Apple-სა და Google-ს აეკრძალათ შტატის ტერიტორიაზე TikTok-ის გადმოწერის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ამასთან, აპლიკაციის გამოყენებისთვის ამ ეტაპზე არანაირი ჯარიმა გათვალისწინებული არ არის. კანონი ძალაში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.

მონტანა აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც TikTok-ი აიკრძალა.

აშშ-ში TikTok-ის მფლობელ კომპანია ByteDance-ს ჩინეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. 2022 წლის დეკემბერში ამერიკის სენატმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მოხელეებს ფედერალური მთავრობის მოწყობილობებზე TikTok-ით სარგებლობა აეკრძალათ. TikTok-მა არაერთხელ უარყო, რომ მომხმარებელთა პირად მონაცემებს ჩინეთის ხელისუფლებას უზიარებს.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0