close
მედიცინა

მოწევაზე უარის თქმის შემთხვევაში მწეველის ფილტვებს აღდგენა შეუძლია

მწეველის ფილტვების უჯრედებს სიგარეტზე უარის თქმის შემდეგ აღდგენა შეუძლია. ამის შესახებ BBC ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფილტვის კიბოს გამომწვევი მუტაციები აქამდე პერმანენტულად ითვლებოდა მათ შორისაც კი, ვინც მოწევას თავს ანებებს. თუმცა ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ მცირე რაოდენობის ფილტვების ჯანსაღ უჯრედებს ორგანოს აღდგენა შეუძლია. ეს ეფექტი იმ პაციენტებშიც დაფიქსირდა, ვინც მავნე ჩვევაზე უარის თქმამდე 40 წლის განმავლობაში დღეში 1 კოლოფ სიგარეტს ეწეოდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ ახერხებს ფილტვების უჯრედების მცირე ნაწილი თამბაქოს მიერ მიყენებული ზიანისგან თავის არიდებას. სპეციალისტების თქმით, ეს უჯრედები თითქოს „ბირთვულ ბუნკერში“ იმყოფება.მაგრამ როცა ადამიანი მოწევას თავს ანებებენ სწორედ ისინი იწყებენ გამრავლებას და დაზიანებული უჯრედების ჩანაცვლებას.

შედეგად, ყოფილი მწეველების ფილტვების 40% ისე გამოიყურება, როგორც არამწეველების ფილტვები. მეცნიერების თქმით, ასეთი აღმოჩენა მათთვის დიდი სიურპრიზი იყო.

გაზიარება:
fb-share-icon0