პასტერის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, თამბაქოს მოწევა იმდენად საზიანოა ორგანიზმისთვის, რომ ადამიანის იმუნურ სისტემასაც კი ცვლის, რის შედეგადაც ისინი დაავადებებისა და ინფექციების მიმართ დაუცველნი მოწევის შეწყვეტიდან წლების შემდეგაც კი რჩებიან.
ათწლეულების განმავლობაში ჯანდაცვის პროვაიდერები მწეველებს აფრთხილებენ, რომ მოწევის მავნე ჩვევამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები, როგორიცაა ფილტვის კიბო, გულის შეტევა ან ინსულტი, მაგრამ ახალი კვლევა, რომელიც ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, კიდევ ერთ მიზეზს გვთავაზობს, რომ მოწევას თავი დავანებოთ.
კვლევამ აჩვენა, თუ როგორ ამცირებს მოწევა ორგანიზმის უნარს, მყისიერად და დროთა განმავლობაში ებრძოლოს ინფექციას, ასევე შეიძლება მწეველი დადგეს ისეთი ქრონიკული დაავადებების რისკის ქვეშ, როგორიცაა ანთება, რევმატოიდული ართრიტი და ლუპუსი (მჭამელა).
კვლევამ აჩვენა, რომ მოწევას აქვს გრძელვადიანი ეპიგენეტიკური გავლენა იმუნური სისტემის დაცვის ორ ძირითად ფორმაზე: თანდაყოლილ რეაქციასა და ადაპტაციურ რეაქციაზე. გავლენა თანდაყოლილ რეაქციაზე სწრაფად ქრება, როდესაც ადამიანი წყვეტს მოწევას, მაგრამ ეფექტი ადაპტაციურ რეაქციაზე ნარჩუნდება მას შემდეგაც, რაც ისინი მოწევას წყვეტენ.
„ჩვენი კვლევის მთავარი აღმოჩენა არის ის, რომ მოწევას აქვს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გავლენა ადაპტაციურ იმუნიტეტზე, რომელიც დაკავშირებულია B უჯრედებთან, ასევე მარეგულირებელ T უჯრედებთან და ეპიგენეტიკურ ცვლილებებთან“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
მათი განმარტებით, როდესაც კვლევაში მონაწილე ადამიანებმა მოწევას თავი დაანებეს, მათი იმუნური პასუხი გაუმჯობესდა ერთ დონეზე, მაგრამ ბოლომდე წლების განმავლობაში არ გაჯანსაღდა.
„რაც შეიძლება მალე შეწყვიტეთ მოწევა. ჩვენი კვლევის მთავარი გზავნილი, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, არის ის, რომ, როგორც ჩანს, არსებობს მნიშვნელოვანი ინტერესი გრძელვადიანი იმუნიტეტისთვის – არასოდეს დაიწყოთ მოწევა“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
წყარო : CNN
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”