A68 – აისბერგი, რომლის ფართობიც 2017 წელს 6 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა და რომელიც ანტარქტიდას 4 წლის წინ გამოეყო, ზომაში მნიშვნელოვნად შემცირდა და დაიშალა – წერს BBC.
სატელიტის გამოსახულება აჩვენებს, რომ ერთ დროს ყველაზე დიდი აისბერგი, პრაქტიკულად, გაქრა და უამრავ მცირე ფრაგმენტად დაიყო.
2017 წელს, როცა ყინულის ეს ნაწილი ვეებერთელა მასას გამოეყო, ის თითქმის არ მოძრაობდა. ერთი წლის შემდეგ კი, მოძრაობა ჩრდილოეთით, ძლიერი დინებისა და ქარის გავლენით დაიწყო.
A68 ყველაზე დიდი აისბერგის სტატუსს 3 წელი ინარჩუნებდა.
გაზიარება: