close
მედიცინამსოფლიო

მსოფლიოში პირველად მამაკაცს 3D პრინტერით შექმნილი თვალი გადაუნერგეს!

ლონდონის Moorfields-ის ოფთალმოლოგიური კლინიკის თანახმად, ბრიტანელი მამაკაცი პირველი პაციენტი გახდა მსოფლიოში, რომელსაც 3D პრინტერის თვალი გადაუნერგეს. 47 წლის სტივ ვერსს, ხუთშაბათს სრულად ციფრული თვალის პროთეზი მოარგეს — იგი ექსკლუზიურად სტივს მოარგეს, შესაბამისი გაზომვითი ტესტების მეშვეობით.

ახალი თვალი უფრო რეალისტურია, ვიდრე სხვა ალტერნატივები და შექმნილია იმისათვის, რომ უფრო მკვეთრი ხედვა და გუგის რეალური სიღრმე უზრუნველყოს. სხვა პროთეზირებული თვალები ხელით დახატული ფერადი გარსისგან შედგება, რომელიც შემდეგ ორბიტაშია ჩასმული. ასეთი დიზაინი ხელს უშლის სინათლის თვალის “სრულ სიღრმეში” მიღწევას. ახალი პროცედურა კი არა მხოლოდ რეალისტურად გამოიყურება, არამედ ნაკლებ ინვაზიურადაც ითვლება.

ჩვეულებრივი პროთეზირება მოითხოვს ორბიტალურ ანაბეჭდს, ხოლო 3D თვალის ბუდეები, დეტალური სურათის შესაქმნელად, ციფრულად არის სკანირებული. ვერსის ფუნქციური თვალიც ასევე სკანირებული იყო, რათა ორივე თვალის შემთხვევაში ერთნაირი ვიზუალი ყოფილიყო უზრუნველყოფილი.

ლოდინის დროის განახევრების შესაძლებლობა

საჭირო პროცედურების ჩატარების შემდეგ 3D გამოსახულება გერმანიაში გაიგზავნა დასაბეჭდად. “20 წლიდან მჭირდებოდა პროთეზი და ყოველთვის მრცხვენოდა ამის. სახლიდან გასვლისას ხშირად სარკეში ვიყურებოდი და არ მომწონდა, რასაც ვხედავდი… ახლა კი ეს ახალი თვალი ფანტასტიკურად გამოიყურება. 3D ბეჭდვის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, ის თანდათან სულ უფრო უკეთესი გახდება” — აღნიშნავს პაციენტი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0