1984 წელს ლუისვილის უნივერსიტეტის ექიმებმა კენტუკიში ჩაატარეს პირველი გულის გადანერგვის ოპერაცია. 2001 წელს სწორედ მათ ჩაუდგეს მსოფლიოში პირველი AbioCor ხელოვნური გული პაციენტს და უკვე გასულ კვირას მათ კიდევ ერთხელ შექმნეს ისტორია — წარმატებით განახორციელეს რა მსოფლიოში პირველი Aeson ბიოპროთეზირების სრულად ხელოვნური გულის იმპლანტაცია ქალ პაციენტში.
“მხოლოდ აშშ-ში ყოველ წუთას დაახლოებით სამ-ნახევარი ათასი პაციენტი ელოდება გულის გადანერგვას. დონორის გულის სიმცირის გამო, ჩვენ არ შეგვიძლია მათი უმრავლესობის დაკმაყოფილება, ამიტომ არის საჭიროება ინოვაციისა და პროგრესის გულის გადანერგვის პროცედურაში. ჩვენ გვჭირდება ხელოვნური გული”, — ახსნა სიდჰარტ პაჰვამ, ოპერაციაში მონაწილე ქირურგმა, CARMAT-ის ხელოვნური გულის საინფორმაციო კონფერენციაზე.
სრულად ხელოვნური გულის შემუშავებაში უამრავი მეცნიერი იყო ჩართული, მათ კი ფრანგული სამედიცინო მოწყობილობების კომპანია CARMAT აფინანსებდა. ექსპერტების თქმით, ეს ახალი მოწყობილობა გულის გადანერგვის პრობლემებს მნიშვნელოვნად გადაჭრის და ის ამ მხრივ თამაშის წესებსაც შეცვლის.
“ჩვენი ოპერაციის წარმატებით დასრულებამ უამრავ ადამიანს იმედები მისცა. როგორც წესი ზომის შეზღუდვები ართულებს ხოლმე ქალებში ხელოვნური გულის გადანერგვას, მაგრამ ჩვენი ხელოვნური გული საკმარისად კომპაქტურია იმისათვის, რათა უფრო მცირე ზომის გულმკერდის ღრუში მოთავსდეს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია”, — თქვა მარკ სლოტერმა, წამყვანმა ქირურგმა, რომელიც ოპერაციის პროცედურაში იღებდა მონაწილეობას.
ებრაული საავადმყოფო, რომელშიც ოპერაცია შესრულდა ერთ-ერთია იმ ოთხიდან, რომელიც აშშ-ში კონკრეტული პროცედურებისთვის დამტკიცდა. გასულ კვირას ჩატარებული ოპერაცია მესამეა და აქამდე ეს მხოლოდ ორჯერ მოხდა. თუმცა, ის მსოფლიოში პირველია იმით, რომ ამჯერად პაციენტი ქალი იყო.
თუმცა, ქალები არ არიან ერთადერთი პაციენტები, რომლებსაც იმპლანტაციის ამ გაუმჯობესებით სარგებლობა შეუძლიათ. გულის დაავადებულთა უმრავლესობას აწუხებს ბივენტრიკულური უკმარისობა, სადაც გულის ორივე მარცხენა და მარჯვენა მხარე ვერ ახერხებს სისხლის სწორად გადატუმბვას — აქამდე ამ პაციენტებს მკურნალობის ნაკლები ხელმისაწვდომობა გააჩნდათ.
“აესონის მოწყობილობა, რომელიც ჩვენ ახლახანს გამოვიყენეთ, შექმნილია ბივენტრიკულური უკმარისობის მქონე პაციენტების დასახმარებლად და ამით ის ხსნის ფარავს პაციენტთა ფართო სპექტრს”, — ამბობს მარკ სლოტერი.
ერთ-ერთი სიახლე, რომელიც აესონის გულს აძლევს უპირატესობას, არის წნევის სენსორების ჩართულობა, რაც, გრძნობს რა რაოდენობის სისხლი სჭირდება სხეულს და ამის მიხედვით აწვდის მას გულს.
აღსანიშნავია, რომ აესონის ხელოვნური გული არ არის გამიზნული როგორც მუდმივი “ორაგნო”, არამედ ის ერთგვარი ხიდია გადანერგვისთვის: დროებითი ღონისძიება პაციენტების სიცოცხლის შესანარჩუნებლად, სანამ ისინი ელოდებიან ახალ გულს. რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა ის ამ მომენტისთვის თავს კარგად გრძნობს.
“ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალ პაციენტს ახალი თაობის, სრულად ხელოვნური გული ჩაუდგეს. ჩვენ ამით ვამაყობთ და გვიხარია. საბოლოოდ ეს შრომა ათობით, ასობით და ათასობით გადარჩენილ სიცოცხლეში აისახება”, — ამბობენ ექსპერტები.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”