ჩაი მისი მრავალსაუკუნოვანი კულტურით უდაოდ ცნობილია, ადრეული სანდო ცნობები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნეს მიეკუთვნება, ხოლო მისი წარმოშობა უკავშირდება სამხრეთ – დასავლეთ ჩინეთს.
რაც შეეხება მსოფლიოში პირველ ჩაის საკრეფ მანქანას, იგი სწორედ საქართველოში დაუმზადებიათ. მასზე მუშაობა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო და გამოიცადა კიდეც რამდენიმე სხვადასხვა ტიპის მანქანა. გამოგონება უკავშირდება შალვა კერესელიძის სახელს, რომელსაც 1967 წელს ლენინური პრემია მიენიჭა. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ჩაის საკრეფი მანქანის სერიულ გამოშვებას. 1963 წლიდან უკვე დაიწყო ჩაის საკრეფი მანქანის, სახელად ჩსნ-1,6 „საქართველოს” წარმოება.
მანქანას მუშაობა შეეძლო როგორც სწორ და ვაკე ადგილებში, ასევე 8%-ით დახრილ ფერდობებზე. კრეფის პროცესში მანქანა აპარატს ბუჩქის ზედაპირიდან ისეთ დონეზე ატარებდა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო “ჩაის ხარისხოვანი ფოთლების” მოკრეფა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნული პერიოდისათვის არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, არამედ მთელ მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობაში მსგავსი ანალოგი არ არსებობდა ჩაის საკრეფი მანქანისა, რამაც ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ჩაის პლანტაციების ფოთლების კრეფაში მზიმე შრომა მკვეთრად შეუმსუბუქა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”