მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ალმასი, რომელიც დღევანდელი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, ,,კულინანის” სახელით არის ცნობილი, მას სახელი დაერქვა სერ თომას კულინანის გამო, რომელმაც ის შახტა გახსნა, სადაც ალმასი იპოვეს. ალმასის წონა აჭარბებს 3000 კარატს. ის გადამუშავების შედეგად დაიყო 9 დიდ ნაწილად, 96 პატარა ბრილიანტად და ნაჭრებად, რომელთა წონაც 9.5 კარატს შეადგენს. მათგან ყველაზე დიდი და ცნობილი ბრილიანტის სახელია ,,კულინან I”.
,,კულინანის” ალმასი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით ბრიტანეთის მეფეს, ედუარდ VII-ს აჩუქეს, 66-ე დაბადების დღეს, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა დიდი ხნის განმავლობაში ბრიტანეთის კოლონია იყო.
ალმასის გაგზავნა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან დიდ ბრიტანეთში საკმაოდ პრომლემატური საკითხი აღმოჩნდა, რადგანაც არსებობდა მოპარვის საშიშროება. ერთ-ერთი გავრცელებული მოსაზრებით ალმასი მოათავსეს გემზე, რომლითაც წესით უნდა გადაეტანათ, მაგრამ რეალურად ნამდვილი ალმასი ინგლისში ფოსტით გააგზავნეს.
ალმასის გადამუშავების შემდეგ მიღებული ბრილიანტები ამჟამად დიდი ბრიტანეთის საგანძურშია დაცული. უდიდეს გადამუშავებულ ბრილიანტს, ,,კულინან I-ს”, ასევე ,,აფრიკის ვარსკვლავს” უწოდებენ, ის 530 კარატზე მეტს იწონის და გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელიზაბედ II-ის, სამეფო კვერთხშია მოთავსებული, მისი ხილვა სხვა დანარჩენ ბრილიანტებთან ერთად ლონდონის ტაუერშია შესაძლებელი.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”