WHO კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე მომუშავე მედიკოსების დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფის აუცილებლობაზე საუბრობს.
WHO-ს მონაცემებით, მსოფლიოში ყოველი 7 კოვიდინფიცირებულიდან 1 სამედიცინო მუშაკია, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში კი ყოველი 3 ინფიცირებულიდან 1. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„გლობალურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „კოვიდ-19“-ის რეგისტრირებული შემთხვევების 14 პროცენტი ჯანდაცვის სფეროს მუშაკებზე მოდის, ზოგიერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 35 პროცენტს აღწევს“, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
გაზიარება: