მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სპიკერი კრისტიან ლინდმეიერი ასახელებს იმ პრეპარატს, რომელიც თვითმკურნალობის შემთხვევაში შეიძლება მიიღონ, ეს ცნობილი წამალი პარაცეტამოლია. ამის შესახებ ჯანმო-ს წარმომადგენელმა ჟენევის პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„გირჩევთ პარაცეტამოლს, და არა იბუპროფენს თვითმკურნალობის შემთხვევაში“ – თქვა ლინდმეიერმა.
აშშ-ს ჯანმრთელობის სააგენტოს კომენტარი ინფორმაციით, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (NSAIDs) გამოყენება COVID-19 წინააღმდეგ არარეკომენდირებულია. ფარმაცევტული საშუალებების ამ ჯგუფში შედის იბუპროფენი, ასპირინი და სხვა პრეპარატები.
სამედიცინო ჟურნალის Lancet- ის ერთ-ერთ სტატიაში ნათქვამია, რომ ზოგიერთი პრეპარატი, მათ შორის იბუპროფენი, შესაძლოა საფრთხეს შემცველი იყოს COVID-19ის მატარებელი პაციენტებისთვის, რომლებსაც ასევე აქვთ ჰიპერტენზია ან დიაბეტი.
ლინდმეიერმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანმო-ს ორი თანამშრომელი დაინფიცირდა SARS-CoV-2 კოროვირუსით, რაც იწვევს COVID-19 რესპირატორულ დაავადებას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რამდენიმე ასეულმა თანამშრომელმა სამშაბათს დისტანციურად დაიწყო მუშაობა.
აშშ-ს ჯანმრთელობის სააგენტო აღარ იწვევს ჟურნალისტებს ბრიფინგებზე და ინფორმაციებს სოციალურ მედიაში ავრცელებენ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“